ლიდერმედი და ლიდერმედის სამედიცინო პერსონალი მოწოდებულია ინდივიდის, ოჯახის და
მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად. სამედიცინო საქმიანობის მიზანია სამედიცინო
მომსახურების გაწევა, უშვილობის მკურნალობა, ექსტრაკორპორული განაყოფიერება, ადამიანის
ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა. სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისას
ლიდერმედი და ლიდერმედის სამედიცინო პერსონალი ხელმძღვანელობს ადამიანის პატივისა და
ღირსების აღიარების, სამართლიანობის, თანაგრძნობის, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის
პრინციპებით, აგრეთვე პროფესიული ეთიკის ნორმებით და ინფორმაციის, მათ შორის
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვისა და გაუმჟღავნებლობის
სტანდარტით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
-
მომსახურების ფასების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ლიდერმედის
რეგისტრატურას.
-
სერვისის სპეციფიკიდან, სამედიცინო ჩვენებიდან და/ან მკურნალი ექიმის
გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შესაძლო დამატებითი ხარჯების შესახებ ინფორმაციის
მისაღებად მიმართეთ ლიდერმედის რეგისტრატურას.
-
ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მომხმარებელს/პაციენტს შესაძლოა დაჭირდეს დამატებითი
კონსულტაცია და სერვისი.
-
მომხმარებელს/პაციენტს სამედიცინო მომსახურების გაწევამდე უფლება აქვს უარი თქვას
ხელშეკრულებაზე და დაიბრუნოს გადახდილი თანხა. სამედიცინო მომსახურების
მიწოდებისთანავე მომხმარებელი/პაციენტი კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და
გადახდილი თანხის დაბრუნების უფლებას. სამედიცინო მომსახურების ვადაზე ადრე
შეწყვეტის შემთხვევაში, ლიდერმედის მიერ დაბრუნებას არ ექვემდებარება უკვე გაწეული
მომსახურების საფასური.
-
მომხმარებელს/პაციენტს უფლება აქვს რეგისტრატურაში მიიღოს ინფორმაცია, ლიდერმედში
სამედიცინო მომსახურების არსებული რესურსების, მათი მიღების სახეების, საფასურისა და
ანაზღაურების ფორმების შესახებ.
-
სამედიცინო მომსახურების გაწევის წინაპირობაა პაციენტის მიერ ვალიდური პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის და/ან პასპორტის წარმოდგენა და ლიდერმედის
რეგისტრატურაში გასაწევი სამედიცინო მომსახურების საფასურის წინასწარ გადახდა.
-
დაუშვებელია პაციენტის, ექიმის ან ნებისმიერი სხვა პირის დისკრიმინაცია რასის, კანის
ფერის, ენის, სქესის, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულების, ეროვნული,
ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი
მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, შეზღუდული შესაძლებლობის, დაავადების,
სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი დამოკიდებულის ან ნებისმიერი სხვანიშნის გამო.
-
სამედიცინო პერსონალს უფლება აქვს უარი თქვას პაციენტისათვის სამედიცინო
მომსახურების გაწევაზე, თუ არსებობს პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების
უწყვეტობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა, არ აღინიშნება სიცოცხლისთვის საშიში
მდგომარეობა და/ან პაციენტი არ საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან/და
ექიმის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება ან ობიექტურ გარემოებათა გამო
შეუძლებელია პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
-
პაციენტს/მომხმარებელს უფლება აქვს მისთვის გასაგები ფორმით მიიღოს ამომწურავი და
ობიექტური ინფორმაცია, აგრეთვე მოიძიოს მეორე აზრი საკუთარი ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
-
სამედიცინო მომსახურებაზე პაციენტის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, ლიდერმედი იხსნის
პასუხისმგებლობას მკურნალობის ჩაუტარებლობით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე.
-
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს წარუდგინოს ლიდერმედის
ხელმძღვანელობას/დირექტორს ლიდერმედში არსებული პრეტენზიის დამტკიცებული
ფორმის მეშვეობით შესაბამისი შეტყობინება/პრეტენზია, სპეციალურად გამოყოფილ ყუთში
შევსებული ფორმის მოთავსების გზით ან ვებ-გვერდზე პრეტენზიის/შეტყობინების ფორმის
შევსებისა და ლიდერმედისთვის ელექტრონულად წარდგენის გზით. ლიდერმედში არსებული
და ვებ-გვერდზე განთავსებული შეტყობინების/პრეტენზიის ფორმა შესაძლებლობას აძლევს
ნებისმიერ პირს, ლიდერმედის ხელმძღვანელობას/დირექტორს მიაწოდოს ინფორმაცია
ლიდერმედის ან ლიდერმედის დასაქმებულის მხრიდან ნებისმიერი საეჭვო ქმედების ან
უფლებების შესაძლო დარღვევების ფაქტის შესახებ. ლიდერმედი თითოეულ
შეტყობინება/მოთხოვნას განიხილავს შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის
ვადაში, მათ შორის სურვილის შემთხვევაში ანონიმურობის სრული დაცვით. ამასთან,
მომხმარებელს საშუალება ეძლევა ინფორმაციის მიწოდებისას არ გაამჟღვანოს საკუთარი
ვინაობა. ანონიმურობის ან საკუთარი ვინაობის გაუმჟღავნებლობის შემთხვევაში მომხმარებელს ლიდერმედის მხრიდან ვერ ეცნობება წარდგენილ
პრეტენზია/შეტყობინებასთან დაკავშირებით ლიდერმედის გადაწყვეტილება.
