სასაქონლო ნიშანი: ლიდერმედი
საიდენტიფიკაციო კოდი: 202462708
იურ.მისამართი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ.#21
ტელეფონი: (995 32) 2 157777
ელ. ფოსტა: info@leadermed.ge
ვებ-გვერდი: www.leadermed.net
მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი: შპს „ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი“
შესავალი
შპს „ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი“ (შემდგომში - ლიდერმედი და/ან ჩვენ) წარმოადგენს
სამედიცინო დაწესებულებას.
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი ეფუძნება და შესაბამისობაშია პერსონალურ მონაცემთა
დაცვის კანონმდებლობასთან. პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს
კანონმდებლობის, კერძოდ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და
სხვა მარეგულირებელი აქტების შესაბამისად.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება საქართველოსა და საერთაშორისო
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი პრინციპებით:
-
სამართლიანობის პრინციპი;
-
გამჭვირვალობა;
-
მიზნის შეზღუდვის პრინციპი;
-
მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპი;
-
ვადის მინიმიზაციის პრინციპი;
-
მონაცემთა სიზუსტის პრინციპი;
-
უსაფრთხოების პრინციპი.
პოლიტიკის დოკუმენტით განისაზღვრება, მაგრამ არ შემოიფარგლება, ლიდერმედის მიერ, მისი
მიზნებისა და საქმიანობის გათვალისწინებით, მოპოვებული/შეგროვებული/დამუშავებული
პერსონალური მონაცემების დაცვისა და დამუშავების წესები და პროცედურები, დამუშავების
პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა, პირის უფლებების, კონფიდენციალურობისა
და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა და მონაცემთა დამუშავების გამჭვირვალობის
უზრუნველყოფა. პოლიტიკის დოკუმენტი საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, მათ შორის
მონაცემთა სუბიექტს მარტივ და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია ლიდერმედის მიერ
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
ლიდერმედი მოწოდებულია უზრუნველყოს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვა, მათ შორის პირადი ცხოვრების, პირადი სივრცისა და პერსონალური
მონაცემების დაცვის თვალსაზრისით. ლიდერმედი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს
დასაქმებულის, პაციენტების/ბენეფიციარების და ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა დაცვას, აქედან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა
დამუშავებისას, ლიდერმედი მოქმედებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის, სხვა სამართლებრივი აქტებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის
შესაბამისად. ლიდერმედი უზრუნველყოფს მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა
სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად.
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში განსაზღვრულია პრინციპები, მეთოდები და
პროცედურები, რომლითაც ლიდერმედი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების
დამუშავებისას.
ლიდერმედისგან პროდუქტის/მომსახურების მიღების ან მასთან რაიმე სახის სამართლებრივ
ურთიერთობაში შესვლის შემთხვევაში, პირის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე
თანხმობის განცხადებისას ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში,
შეთანხმებით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით და
საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ლიდერმედმა შესაძლოა დაამუშაოს სხვადასხვა სახის
პერსონალური მონაცემი, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი.
ლიდერმედი უზრუნველყოფს, რომ მას ჰქონდეს კონფიდენციალურობიასა და პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სრულყოფილად დანერგილი შიდა წესები/სისტემები, უზრუნველყოს
სავალდებულო რეგულაციების დაცვა, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ
კანონმდებლობასთან. შესაბამისად, ამ ურთიერთობის თითოეული მხარე ვალდებულია
უზრუნველყოს, რომ მათი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს პერსონალურ მონაცემთა
დაცვის კანონმდებლობასთან და ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავება განახორციელონ
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პრინციპების დაცვით, ხოლო თუ მონაცემთა
დამუშავებისთვის კანონი ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის თანხმობას,
მოიპოვოს/მოპოვებული ჰქონდეს აღნიშნული თანხმობა (მატერიალური ან ელექტრონული
წერილობითი ფორმით). თანხმობა უნდა იყოს ინფორმირებული, ნებაყოფლობითი, მკაფიო,
კონკრეტული, მარტივი და გასაგები.
