გინეკოლოგია
ლიდერმედის გინეკოლოგიის დეპარტამენტი
ლიდერმედში ფუნქციონირებს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გინეკოლოგიური განყოფილება. ლიდერმედის მთავარი უპირატესობაა ურთულესი ოპერაციების ჩატარება ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური მეთოდით. კლინიკაში შექმნილია ყველა პირობა პაცინეტების მაღალკვალიფიციური მომსახურებისთვის და 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია შემდეგი სამკურნალო და დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარება:

დიაგნოსტიკური სერვისები:
ჩვენ გთავაზობთ დიაგნოსტიკურ მომსახურებათა სრულ სპექტრს, რომელიც საშუალებას იძლევა ზუსტად შეფასდეს და ეფექტურად იმართოს სხვადასხვა გინეკოლოგიური მდგომარეობა
პაპ-ტესტი
კოლპოსკოპია და საშვილოსნოს ყელის ბიოფსია
მენჯის MRI კვლევა (გაფართოებული ფორმატით)
ენდომეტრიუმის ასპირაციული ბიოფსია
ენდომეტრიუმის ბიოფსია (პიპელის მეთოდით)
ტრანსაბდომინალური და ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა
ჰისტეროსკოპია
3D და 4D ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
საშვილოსნოს ყელის ელექტრონული კონიზაცია კოაგულაციით, ნაწილობრივი ან სრული რეზექცია, კრიოდესტრუქცია
გინეკოლოგიური ლაპაროსკოპია და ლაპაროტომია
კლინიკა ლიდერმედში ტარდება როგორც ლაპაროსკოპიული, ისე ღია ქირურგიული ჩარევები, რომლებიც მიმართულია როგორც გავრცელებული, ისე რთული გინეკოლოგიური მდგომარეობების სამკურნალოდ, მათ შორის:
-
საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი;
-
საკვერცხის სხვადასხვა გენეზის კისტები (ენდომეტრიოიდული კისტა, დერმოიდული კისტა, ცისტანოდემები);
-
საშვილოსნოს კვერცხსავალ მილებზე ოპერაციები (ჰიდროსალპინქსი, საქტოსალპინქსი, პიოსალპინქსი, ჰემატოსალპინქსი, შეხორცებითი პროცესი);
-
ენდომეტრიოზის ლაპარასკოპიული მკურნალობა;
-
საშვილოსნოს გარე ორსულობა/ქირურგიული მკურნალობა;
-
საკვერცხის კისტის გასკდომა (აპოპლექსია);
-
საშვილოსნოს ტოტალური და სუბტოტალური ჰისტერექტომია;
-
ყველა სახის ოპერაციები ღრმა ენდომეტრიოზის დროს (ენდომეტრიოიდული ჰეტეროტოპიების რეზექცია, ნაწლავის რეზექცია);
-
საშვილოსნოს განვითარების მანკები, რუდიმენტალური რქის ექსტირპაცია;
-
ყველა სახის ენდოსკოპიური ოპერაციები უშვილობის გამო,საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა/კონსერვატიული მიომექტომია.
თანამედროვე ქირურგიული ჩარევები:
ჩვენი ქირურგთა გუნდი მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს როგორც ლაპაროსკოპიულ, ისე ლაპაროტომიულ ოპერაციებს, რაც პაციენტებს სთავაზობს სრულფასოვან მკურნალობის ვარიანტებს შემდეგ შემთხვევებში:
-
საშვილოსნო-ვაგინალური პროლაფსის (სრული ან ნაწილობრივი) ქირურგიული კორექცია
-
შარდის შეუკავებლობის მკურნალობა, მათ შორის TVT პროცედურები
ცისტოცელესა და რექტოცელეს ქირურგიული მკურნალობა — მათ შორის ჰისტერექტომია, ანტეროპოსტერიორული კოლპორაფია და პერინეორაფია
ჰისტეროსკოპია და ჰისტერორესექტოსკოპია:
კლინიკა ლიდერმედი გთავაზობთ სპეციალიზებულ ჰისტეროსკოპიულ პროცედ ურებს ზუსტი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის, მათ შორის:
დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია
საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის პოლიპების პოლიპექტომია
სუბმუკოზური ფიბროიდების რეზექცია
ენდომეტრიუმის და ჯირკვლოვანი ჰიპერპლაზიის მკურნალობა
ენდომეტრიუმის აბლაცია და რეზექცია
საშვილოსნოს თანდაყოლილი დეფექტების კორექცია, მათ შორის სეპტუმის მოცილება
ჩვენი სპეციალისტები
ლაპარასკოპია: მინიმალურად ინვაზიური მეთოდი
ლაპარასკოპიას მარტივ ენაზე უსისხლო ოპერაციას უწოდებენ. ლაპაროსკოპია უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ოქროს სტანდარტად ითვლება.
ოპერაცია დიდი განაკვეთის გარეშე, სპეციალური აპარატის, ლაპაროსკოპის საშუალებით კეთდება. შესაძლებელია დიაგნოზის ზუსტად დასმა და მისი მიზნობრივი მკურნალობა.
ამ გზით შესაძლებელია საკვერცხის კისტების, საშვილოსნოს კვანძების და კვერცხსავალ მილებზე არსებული პრობლემების მკურნალობა.
ლაპარასკოპიული მეთოდის დანერგვამდე, ენდომეტრიოზის დიაგნოზი არ ისმებოდა. სწორედ ლაპარასკოპის საშუალებით იქნა ნანახი და სრულფასოვნად შესწავლილი ენდომეტრიოზული უბნები. განსაკუთრებით დიდია მისი როლი უსიმპტომოდ მიმდინარე ენდომეტრიოზის დადგენაში, რომლის გამოვლენაც მხოლოდ ლაპარასკოპიის საშუალებით არის შესაძლებელი.



