რა არის ლიპოსაქცია?
ლიპოსაქცია არის თანამედროვე პროცედურა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოიშოროთ ლოკალური ცხიმოვანი დაგროვებები და მიიღოთ უფრო ჰარმონიული სხეულის ფორმა.
პროცედურის დროს სპეციალური თხელი მილის (კანულის) საშუალებით ხდება ცხიმოვანი ქსოვილის ამოღება ისეთ ზონებში, როგორიცაა მუცელი, წელის არე, ბარძაყები, თეძოები, მკლავები ან ნიკაპი. ლიპოსაქცია განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა ცხიმოვანი დაგროვებები არ ქრება დიეტისა და ფიზიკური აქტივობის მიუხედავად.

როგორ ტარდება პროცედურა?
ლიპოსაქციის პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
-
კონსულტაცია და ინდივიდუალური შეფასება
-
ანესთეზიის შერჩევა (ლოკალური ან ზოგადი)
-
მცირე ჭრილის გაკეთება
-
ცხიმის მოცილება სპეციალური კანულით
-
ფორმის კორექცია და პროცედურის დასრულება


რომელ ზონებში ტარდება ლიპოსაქცია?
ყველაზე ხშირად ლიპოსაქცია ტარდება მუცლისა და წელის არეში, ბარძაყებსა და თეძოებზე, მკლავებზე, ზურგის ზედა და ქვედა ნაწილში, ასევე ნიკაპისა და ყელის ზონაში.
ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია რამდენიმე ზონის ერთდროულად დამუშავებაც, რათა მიღწეული იყოს უფრო ჰარმონიული და ბუნებრივი ვიზუალური შედეგი.
რატომ ლიდერმედი?
15 წლიანი გამო ცდილება
ჩვენს გუნდს 15 წლიანი გამოცდილება აქვს ესთეტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო მიდგომას, ბუნებრივ შედეგებთან ერთად.
თანამედროვე
აპარატურა
LeaderMed-ში ვიყენებთ ულტრა თანამედროვე აპარატურას, რაც საშუალებას გვაძლევს პროცედურა იყოს უფრო ზუსტი, ნაკლებად ტრავმული და ეფექტური.
ინდივიდუალური მიდგომა
ლიპოსაქცია არ არის ერთნაირი ყველასთვის — პროცედურა სრულად მორგებულია თქვენს სხეულზე, მიზნებსა და მოლოდინებზე, რათა მიიღოთ ბუნებრივი და ჰარმონიული შედეგი.
კომფორტული გარემო
კლინიკა სრულად არის აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს პაციენტის კომფორტსა და უსაფრთხოებას როგორც პროცედურის დროს, ისე აღდგენის პერიოდში.
ლაშა ოსეფაიშვილი
სერტიფიცირებული პლასტიკური ქირურგი, დოქტორი ლაშა ოსეფაიშვილი, ფლობს 15-წლოვან გამოცდილებას ესთეტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში. იგი ცნობილია დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღებითა და მხატვრული ხედვით, რაც საშუალებას აძლევს მიაღწიოს იდეალურ, ბუნებრივ შედეგებს. დოქტორი ოსეფაიშვილი სპეციალიზებულია სახის გაახალგაზრდავებაში, სხეულის კონტურების ფორმირებასა და მკერდის ქირურგიაში


